„თუკი პრეზიდენტის მხრიდან შეხვედრის მზადყოფნა არსებობს, ასეთი შეხვედრა სავარაუდოდ შედგება”

თუკი პრეზიდენტის მხრიდან შეხვედრის მზადყოფნა არსებობს, ასეთი შეხვედრა სავარაუდოდ შედგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება შემადგენლობას, მათიკაშვილის თქმით, ამაზე საუბარი გუნდის შიგნით გაიმართება.
„ვინ მივა და შემადგენლობა როგორი იქნება, ამაზე საუბარი გუნდის შიგნით გაიმართება. „ქართულ ოცნებას“ ორ კონკრეტულ საკითხზე აქვს შეთავაზება – ბლოკების ერთჯერადად დაშვება და ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება. თუკი პრეზიდენტის ვეტო ამ ორ საკითხზე იქნება გათვალისწინებული, ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იქნება და ერთგვარად, დროულად დასრულდება ყველა ის დანაპირები, რომელიც კონსტიტუციის გარეშემო საზოგადოებისთვის იყო მიცემული. პრეზიდენტის მხრიდან თუკი იქნება შესაბამისი ნაბიჯი გადადგმული, ძალიან კარგი იქნება, თუ არადა, ამ საკითხების კონსტიტუციაში ასახვას ცოტა მეტი დრო დასჭირდება. კარგი იქნება, თუკი პრეზიდენტიც გაითვალისწინებს ამ პროცესის მნიშვნელობას, რა პროცესშიც მას საშუალება აქვს ჩაერთოს და საკუთარი კარიერის მანძილზე ვეტო პოზიტიურად გამოიყენოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები