„ხალხს აქვს ძალიან კარგი მეხსიერება და განჭვრეტის უნარი იმასთან დაკავშირებით, ვის რა მიზნები ამოძრავებს თბილისის განვითარების სფეროში”

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხალხს ძალიან კარგი ანალიზის უნარი აქვს და მერობის კანდიდატებს შთაბეჭდილების მოხდენისას ეს არ უნდა დაავიწყდეთ.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ​წინასაარჩევნო კამპანიის დროს განერვიულებული პოლიტიკოსების ხილვა უჩვეულო არ არის. იუსტიციის მინისტრი გუშინ მერიის შენობასთან განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გუშინდელი აქცია პოლიტიკური სპეკულაციის თემად იქცა.
„მე მერობის თითოეულ კანდიდატს ვუსურვებ, რომ შეეჯიბრონ ერთმანეთს და დაანახონ ხალხს ეკუთვნით თუ არა და იმსახურებენ თუ არა ხმებს. ჩვენ ყველას, მათ შორის მერობის კანდიდატებს ოპოზიციიდან უფრო მეტი სერიოზულობა გვმართებს. მესმის ყველა კანდიდატის მიზანია, ხალხზე მოახდინოს შთაბეჭდილება, მაგრამ შთაბეჭდილების მოხდენისას ნუ დაგვავიწყდება, რომ ხალხს აქვს ძალიან კარგი ანალიზის უნარი, ხალხს აქვს ძალიან კარგი მეხსიერება და განჭვრეტის უნარი იმასთან დაკავშირებით თუ ვინ ვინ არის და ვის რა მიზნები ამოძრავებს დედაქალაქის განვითარების სფეროში – იქნება ეს ამჟამინდელი მთავრობა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი თუ მომავალი მერი. თითოეულ კანდიდატს, მათ შორის გუშინ ემოციურ პროცესებში დატვირთულ ვინც ვიხილეთ, ვუსურვებ, რომ არ დაავიწყდეს ის ხალხი, ვისზეც შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, არის ანალიზის უნარის მქონე ხალხი, რომელსაც ჰქვია ქართველი ამომრჩეველი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები