„პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით – როგორც ჩანს, ეს შეხვედრა არ იმართება”

პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით – როგორც ჩანს, ეს შეხვედრა არ იმართება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, ძალიან კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ორი შენიშვნა გაეთვალისწინებინა.
„მიზეზებს მე ვერ გეტყვით. ძალიან კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ორი შენიშვნა გაეთვალისწინებინა, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენ ვეტოს დაძლევა არ დაგვჭირდებოდა და დოკუმენტში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება დაუყონებლივ შევიდოდა. მაგრამ თუკი არ შევა, არც ეს არის პრობლემა, რადგან როგორც კი საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოეწერება და გამოქვეყნდება, ცვლილებების ინიცირებას განვახორციელებთ და მას აუცილებლად მივიღებთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები