გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს სჭირდება ინვესტიცია და რადგან საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება, არ ამოვიღოთ ხმა, არ დავიცვათ ინვესტიცია?

საქართველოს სჭირდება ინვესტიცია და არ არის სწორი, რომ რადგან საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამ ინვესტიციებით 20 ათასი ადამიანი საქმდება თბილისში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში.
„საუბარია იმაზე, რომ 20 000 ადამიანი საქმდება დღეს ამ ინვესტიციებზე – ეს არის თბილისი, გურია, სამეგრელო, აჭარა. 680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის. მინდა ყველამ ნახოს ის ვიდეო, იმ ადამიანის გვარი არ მახსოვს, რომელიც 26 მაისის შემდეგ, როდესაც გვამები ეყარა, პარლამენტის შენობის წინ, ამბობდა ნაგვისგან გაწმინდესო. ნაგავს ეძახდა ამ ოპოზიციონერებს. მას გუშინ მერის მოადგილიდან დაწყებული, პოლიციელებით დამთავრებული ასულიერებდნენ – პულსი გაქვს შვილო მომატებული და გარეთ არ გახვიდე, არ ინერვიულოო. ეს არის ჩვენი მთავრობის სახე და ეს ცვლილება მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ არის, რომ ასე გააფთრებული იბრძვიან, მაგრამ მათი მობრუნება გამორიცხულია, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენც პოლიტიკოსებმა უნდა ვეცადოთ, რომ ხალხს ეს სიმართლე მაქსიმალურად დავანახოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები