პრემიერმა თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა .
პრემიერ-მინისტრმა ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. გიორგი კვირიკაშვილმა თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერის მითვისება უნდა. რეალურად საუბარია იმაზე, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს პარკინგი, დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც თბილისში 10 პარკინგს ააშენებენ, რადგანაც დღეს პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, იმიტომ რომ პარკინგის ღირებულება არ არის ისეთი, როგორიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში. შესაბამისად, პარკინგი ძალიან გვჭირდება. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს ვიდრე ეს სჭირდება იმ სასტუმროს, რომელიც იქ შენდება. მეორე ამბობენ იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილს ბოტანიკური ბაღის მითვისება უნდა. ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, არა ბოტანიკურ ბაღში, საჭიროა სულ რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის დამატება, რომ ეს გახრიოკებული ფერდობები ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე გამწვანდეს, მოირწყას და ირიგაცია მოხდეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები