ირაკლი კობახიძე: შეხვედრა პრეზიდენტმა უნდა შემოგვთავაზოს, თუკი ის შედეგზე ორიენტირებული იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან თუ იქნება შეთავაზება შეხვედრაზე, მმართველი გუნდის პასუხი პოზიტიური იქნება და ასეთ შემოთავაზებას ელოდებიან კიდეც.
მისივე თქმით, შემოთავაზება კონკრეტული უნდა იყოს და უნდა იცოდნენ, სად, როდის და რაზე ხვდებიან პრეზიდენტს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის უფლებაა და შესაბამისად, ინიციატივის გამოყენება მისი მხარიდან უნდა მოდიოდეს.
„პირადად მე მზადყოფნა გამოვხატე, რომ მისი სურვილის შემთხვევაში, საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით შევხვდებოდი, თუმცა ჯერჯერობით დუმილია. შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოვხატეთ და ვეტოს უფლება პრეზიდენტის უფლებაა. შესაბამისად, შეხვედრის გამართვა საჭიროდ მან უნდა ჩათვალოს. საუბარი არ არის იმაზე, ამას მე ვიზამ თუ ის. მისი უფლებაა, ვეტოს გამოყენება და შესაბამისად, ინიციატივის გამოყენება მის მხარესაა. შეხვედრის ჩატარება მან უნდა შემოგვთავაზოს, თუკი ის შედეგზე ორიენტირებული იქნება. თუკი მისი მხრიდან შეთავაზება იქნება, ჩვენი პასუხი პოზიტიური იქნება. ასეთ შემოთავაზებას ველოდებით. შემოთავაზება კონკრეტული უნდა იყოს და უნდა ვიცოდეთ, სად, როდის და რაზე ვხვდებით”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები