თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება. როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნატოს სტანდარტია, რომ თითოეულმა ქვეყანამ არამხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი გამოყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის, არამედ შესყიდვებიც აწარმოოს გონივრულად, კერძოდ, შესაბამისი შეიარაღების შესყიდვის თვალსაზრისით. „ძირითადად, ეს თანხა მიმართული იქნება იმ 15-პროცენტიანი ნიშნულის დასაკმაყოფილებლად, რომელიც ნატო-ს სტანდარტით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ლევან იზორიამ. ცნობისთვის, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები