გიორგი კვირიკაშვილი: მომავალი ზაფხულის სეზონისთვის დღესვე უნდა დაიწყოს სამზადისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ზაფხულის მომავალი სეზონისთვის მზადების დაწყება, დღესვე უნდა მოხდეს. პრემიერის თქმით, სასიხარულოა, რომ ტურისტული სეზონი უპრეცედენტოდ გრძელია და ტურისტული სეზონი პრაქტიკულად არ გაჩერებულა.

“ჩვენ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, სისუსტეები, რა მიმართულებით მოგვიწევს აქცენტების გაკეთება, ზამთრის სეზონისთვის ჩვენ პრინციპში მზად ვართ, მაგრამ მომავალი ზაფხულის სეზონისთვის დღესვე უნდა დაიწყოს სამზადისი. მე ამ დღეების განმავლობაში შევისწავლე ის შენიშვნები და კომენტარები, რომლის სისტემატიზაციაც ჩვენ გავაკეთეთ. ძალიან ბევრი ისეთი რამ დავინახეთ, რაც აუცილებლად ახლავე არის დასაწყები, რათა მომავალ წელს კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ. ვფიქრობ, ტურიზმის ზრდა გვექნება როგორც ზამთარში, ასევე მომავალ წელსაც 2018-ში. ყველა ის მინისტრი, რომელიც დღეს ესწრება შეხვედრას, არის უშუალოდ ჩართული ტურიზმში, ეკონომიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, ასევე ფინანსები დაგვჭირდება რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ. დღეს ჩვენ ხვედავთ, რომ თბილისი სავსეა ტურისტებით. ბუნებრივია, ზაფხულის შემდეგ პატარა კლება მოხდა, მაგრამ შარშანდელ შემოდგომასთან შედარებით, გაცილებით ბევრი ტურისტი გვყავს. ახლა ჩვენ არამარტო თბილიში, არამედ ყველა მიმართულებაზე უნდა ვიმუშაოთ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები