პრემიერმა „ნაცმოძრაობის” გუშინდელ აქციას უსინდისობა უწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ თბილისის მერიასთან გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა და ოპოზიციური პარტიის ქმედებებს უსინდისობა უწოდა.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ თემას, რასაც ვხედავდით გასული დღეების განმავლობაში. არ ვიცი რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა, არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ზღვარი ყველაფერი ამისა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქით გადასული. ამ ადამიანებს პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, რადგან ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ ყურადღება”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები