ჯავახიშვილი ლომჯარიაზე: აუდიტორი იყო, ან ოდესმე უმუშავია ამ სფეროში?!
გენერალური აუდიტორის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მოადგილედ მხოლოდ მისი დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ახალმა გენერალურმა აუდიტორმა მიიღო.
„ეს გადაწყვეტილება არის ახალი გენერალური აუდიტორის და სრულიად შესაბამისია კანონთან. თვითონ ვინც უნდა, იმას დანიშნავს მოადგილედ, რომ ეფექტური იყოს მისი საქმიანობა. მე არ ვარ მისი შემფასებელი”, – აღნიშნა ჯავახიშვილმა ტელეკომპანია „იბერიას” ეთერში.
კითხვაზე, იყო თუ არა ნინო ლომჯარია ეფექტური აუდიტორი, ჯავახიშვილმა უპასუხა: „აუდიტორი იყო, ან ოდესმე უმუშავია ამ სფეროში?!”.
შეგახსენებთ, რომ ახალმა გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა ორი მოადგილე, ნინო ლომჯარია და დევი ვეფხვაძე თანამდებობებიდან გაათავისუფლა. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ნინო ლომჯარიამ თავად გაავრცელა.