ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის ვადა ხვალ იწურება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა ხვალ იწურება.
ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.-ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
2017 წლის ამადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმება, გარდა ანდროიდის სისტემაზე მორგებული აპლიკაციისა, წელს უკვე iOS-ის სისტემის მობილურისა და პლანშეტის გამოყენებითაც შეუძლიათ.
ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, ადაპტირებული ვებგვერდის საშუალებით საკუთარი მონაცემების გადამოწმება უსინათლო ამომრჩევლებსაც შეუძლიათ.
ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებსაც – ისინი ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე მიიღებენ და შეძლებენ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რაც წელს სიახლეა.
ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი და ონლაინ ოპერატორი.