გიორგი მარგველაშვილი ლას-ვეგასში მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლას-ვეგასში მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
”შეძრწუნებული ვარ ლას-ვეგასში მუსიკალური ფესტივალის დროს მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ განსაცდელის ჟამს მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, ლას-ვეგასში, სამორინეს მახლობლად გახსნილი ცეცხლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ლას-ვეგასის პოლიცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები