ლას-ვეგასში მომხდარი სროლისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საკონსულოში ინფორმაცია არ შესულა

ლას-ვეგასში, სამორინეს მახლობლად მომხდარი სროლისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საქართველოს საკონსულოში ინფორმაცია არ შესულა. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. აშშ-ში, ლას-ვეგასში სამორინეს ტერიტორიის მახლობლად უცნობმა პირმა დღეს ცეცხლი გახსნა. მომხდარის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. მან მუსიკის ფესტივალზე შეკრებილ ხალხს გაუხსნა ცეცხლი. თავდამსხმელი უკვე ლიკვიდირებულია. მომხდარიდან ცოტა ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლას-ვეგასში სამორინეს მახლობლად მომხდარი სროლის ადგილას ქართველებიც იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები