მამუკა მდინარაძე: საზოგადოება მალე იხილავს პროექტს, რომელიც დედაქალაქს უფრო მიმზიდველს გახდის

საზოგადოება ძალიან მალე პროექტს იხილავს, რომელიც დედაქალაქს უფრო მიმზიდველს გახდის და ოპოზიციას სალაპარაკო არაფერი ექნება, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მხრიდან თბილისის საკრებულოს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.
მდინარაძის შეფასებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეცდომას ოპოზიცია უშვებს, რადგან მათ მოკლევადიანი გათვლები აქვთ.
„შეგვიძლია, მხოლოდ ოპოზიციის შეცდომებზე ვილაპარაკოთ და მათ მოკლევადიან გათვლებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დავით ნარმანიასთან შეხვედრას და საკრებულოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრში მდებარე 2 ნაკვეთი ერთ-ერთ კომპანიას გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები