„ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც თბილისის მერიის წინ აქციას მართავენ, შენობაში შესვლას ცდილობენ

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც თბილისის მერიის წინ აქციას მართავენ, შენობაში შესვლას ცდილობენ.
პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს შენობაში შეღწევის საშუალებას არ აძლევენ.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა შარტავას ქუჩაზე, მერიასთან გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ ამჯერად უკვე თბილისის მერიამ არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე, რომლებსაც საკრებულომ გასულ კვირას ზონის სტატუსი შეუცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები