თბილისის მერიასთან საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია (ფოტო, ვიდეო)

ვახუშტის ხიდიდან თბილისის მერიამდე სავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. საცობი აქციამ გამოიწვია, რომელსაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართავს.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა შარტავას ქუჩაზე, მერიასთან გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ ამჯერად უკვე თბილისის მერიამ არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე, რომლებსაც საკრებულომ გასულ კვირას ზონის სტატუსი შეუცვალა.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები