თელავის მუნიციპალიტეტში მანქანა აფეთქდა – დაშავებულია ორი მგზავრი

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნასამხრალში მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა ელექტრობოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ჯერ ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი მთლიანად დაიწვა.
სხეულის დამწვრობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი მგზავრი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები