ქუთაისში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე „ოპელის” მარკის ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქალბატონს, რომელიც გზაზე გადადიოდა, „ოპელის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც იგი მსუბუქად დაშავდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები