შოთა ნარეკლიშვილი: ჩემი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იქნება

“ჩემი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იქნება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატმა, შოთა ნარეკლიშვილმა წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პრიორიტეტების გარდა, მნიშვნელოვანია თელავის მუნიციპალიტეტში არსებული სხვა გამოწვევების დაძლევა, რასაც მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით გეგმავს.

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს კახეთის რეგიონში მერობის რვა კანდიდატი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები