პრემიერმა მეხანძრეებსა და მაშველებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეხანძრეებსა და მაშველებს, რომლებიც ართანასთან ხანძარს 24-საათიან რეჟიმში ებრძვიან, გმირობისთვის მადლობას უხდის, – ამის შესახებ პრემიერმა თელავში, კახეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ  „პირველ არხს” განუცხადა.
“მინდა, გავამხნევო ათეულობით ჩვენი მეხანძრე და მაშველი, რომელიც ართანასთან 24-საათიან რეჟიმში ებრძვის ხანძარს. იცით, რომ ურთულესი რელიეფია, სრულიად მიუდგომელი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ამასაც მოვერევით. ბორჯომის ხეობაში ვნახე ჩვენი ბიჭების ნამდვილი გმირობა და ისინი ასეთივე თავგანწირვით ებრძვიან ცეცხლს ართანაში. რა თქმა უნდა, ჩავაქრობთ ცეცხლს აქაც, ყველგან, მაგრამ მინდა დღეს, აქედან უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ მეხანძრეს და მაშველს, და ვუთხრა, რომ დღეს ჩვენს სამშობლოს მათი გმირობა სჭირდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები