ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი შეიძლება გადაიდოს

ელტონ ჯონის კონცერტის გადადების შემთხვევაში, ბილეთების დაბრუნების პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის. ამ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„სოლოში“ აცხადებენ, რომ კონცერტები 16-17 სექტემბერს არის დაგეგმილი. თუ მაინც ამ კონცერტების გადადება მოუწია მომღერალს, არავინ დაზარალდება და მაქსიმალურად ეცდებიან, ბილეთების დაბრუნების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს.
ორგანიზატორების თქმით, „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი ორი კონცერტის ბედი ექიმის დასკვნაზეა დამოკიდებული, რადგან მუსიკოსის მუსიკალურ დირექტორსა და გიტარისტს ოპერაცია გაუკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები