„ანბანთქება ყვავილების ფერებით“ – კალიგრაფ რუსა მაისურაძის საავტორო გამოფენა გაიხსნება

 22 აპრილს, 19:00 საათზე, კალიგრაფ რუსა მაისურაძის საავტორო გამოფენა – „ანბანთქება ყვავილების ფერებით“ – გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გახსნაზე ავტორი თავად მოჰყვება, თუ როგორ გარდაისახა კალმის ნაკვალევი, ფურცლები და კლდის ანასხლეტები კალიგრაფიულ ქმნილებებად.
„კალმითა და ყვავილების სურნელებით შექმნილი კალიგრაფიული ნამუშევრები თექვსმეტსაუკუნოვანი ქართული კალიგრაფიის ხელოვნების ისტორიასა და საქართველოს კუთხეების ყვავილთა ხიბლს ატარებენ.
რუსა მაისურაძე არის კალიგრაფი, რომელიც ბევრს მოგზაურობს: მოგზაურობს კალიგრაფიის სამყაროში და მოგზაურობს საქართველოს მთა ველებში. ის აგროვებს ხაზებს კალმის ნაკვალევზე, ხოლო ყვავილთა ფერადოვან ფურცლებსა და კლდის ანასხლეტებს – საქართველოს მთა-ველებში.
გეპატიჟებით გამოფენაზე, მოდით, ერთად ვიმოგზაუროთ, დროსა და სივრცეში“, – წერია ინფორმაციაში.

მისამართი: ჯანინის სახელოსნო – მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა 60.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები