შს მინისტრი: ხულოში გაჩენილი ხანძრის მოსახლეობაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის თქმით, ხულოში გაჩენილი ხანძრის მოსახლეობაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩართულია შსს-ს ვერტმფრენი, ასევე ცოცხალი ძალა 370 ადამიანის სახით.
“ხულოში გვაქვს ღია კერა. დღეს დილიდან იქ გავაგზავნეთ ვერტმფრენი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო. ასევე, დღეს დილიდან მობილიზებულია 370 ადამიანი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და მეხანძრეები. ისინი ინტენსიურად ახორციელებენ სამუშაოებს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები