“უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საქართველოდან მოთხოვნა მიიღო”

უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, ექსტრადირების შესახებ საქართველოდან მოთხოვნა მიიღო, – ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სერგეი პეტუხოვმა განაცხადა.

“უკრაინამ მოთხოვნა მიიღო მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა გამოგზავნილია უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისთვის”, – განაცხადა პეტუხოვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები