ნუკრი ქანთარია: ხანძრებთან დაკავშირებით დივერსიის ვერსია უნდა იყოს განხილული

ძალიან საეჭვოა, რომ დაუდევრობას პარალელურ რეჟიმში ჰქონდეს ადგილი, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარია არ გამორიცხავს, რომ ხანძრები დივერსიას უკავშირდებოდეს, იგი აქცენტს, როგორც გარეშე, ასევე შიდა მტრებზე აკეთებს.
“გვალვები ადრეც იყო, მაგრამ ასეთი ხანძრების შემთხვევები არ გვქონია, ბუნებრივია ეჭვს იწვევს ეს ყველაფერი, ხელისუფლება ვალდებული იყო გამკლავებოდა სტიქიას და გაუმკლავდა, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ გვყავს, როგორც შიდა, ასევე გარეშე მტერი, ამიტომ დივერსია არ უნდა გამოირიცხოს”, – განაცხადა ქანთარიამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები