აჭარის მთავრობამ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე თურქეთს მიმართა

აჭარის მთავრობამ ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე თურქეთს მიმართა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი ჩაერთვება.
ამ დროისთვის, ხულოში, შავნაბადას მთაზე დაკვამლიანებამ მოიმატა. ხულოში, შავნაბადას მთაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით შტაბი შეიქმნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობს. შტაბის შემადგენლობაში არიან შსს-ს სამაშველო სამსახურის, აჭარის საგზაო დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. ოთხ ლოკაციაზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მეტყევეებთან ერთად იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო სამაშველო ბრიგადებისა და სატყეო სამსახურების თანამშრომლები. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები