დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ პირველ სექტემბერს გავიდა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედება საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. დეკანოზი მერვე თვეა, რაც პატიმრობაშია. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.