ჯანი ბუკიკიო: სამწუხაროა, რომ შესწორებულ კონსტიტუციაზე მოლაპარაკებების გზით კონსენსუსის მიღწევა ჩავარდა

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ მხარეებმა საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლეს.

„მოლაპარაკებების გზით შესწორებულ კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის ჩავარდნა სამწუხაროა“, – წერს ჯანი ბუკიკიო „ტვიტერში“.
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე 6 სექტემბერს, სტრასბურგში არ გაემგზავრება. მმართველი გუნდი ვენეციის კომისიას მოდერატორობისთვის მადლობას უხდის, თუმცა შეხვედრის აზრს ვერ ხედავს – შესაბამისი განცხადება მმართველმა გუნდმა პირველ სექტემბერს გაავრცელა.
მმართველი გუნდის განმარტებით, საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ 6 სექტემებრს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები