პროექტი „კულტურა საზღვრების გარეშე“ ანაკლიასა და ორსანტიაში

,,მომავლის სოფლის” პროექტის ,,კულტურა საზღვრების გარეშე” ფარგლებში, 31 აგვისტოს, სოფელ ორსანტიასა და დაბა ანაკლიაში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება. ადგილობრივი მცხოვრებლები შეხვდნენ ლევან ბერძენიშვილსა და ივანე ამირხანაშვილს, სადაც მათ წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე (ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე) გაამახვილეს ყურადღება; ისაუბრეს კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში მკითხველთან დიალოგი გამართეს.
მოეწყო სხვადასხვა სახის გამოფენა ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით; ასევე, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის – „ფრანის“ ჩვენება (რეჟ. ვ. სულაქველიძე).
დღის ბოლოს კი, ანაკლიაში ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაიმართა კონცერტი ქართველი მუსიკოსების – ნეკა სებისკვერაძის, დათო ნოზაძისა და ნინო გულიაშვილის მონაწილეობით. ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს გადაეცა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.
ხსენებული პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ქვეყნის კულტურულ პროცესებში ჩართვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები