უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის პარტიის პრესსპიკერი დააკავეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტიის “ახალი ძალების მოძრაობის” პრესსპიკერი დააკავეს – ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს.
მარიანა პოჩტარი მესაზღვრეების ცოცხალი კორდონისთვის ფოტოების გადაღების გამო დააკავეს. -ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს, მათივე განმარტებით, სასაზღვრო პუნქტზე, მესაზღვრეები არიან მობილიზებული, რათა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი არ შეუშვან.
რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გავლით გეგმავს.