საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს (როგორც კონკურსის წესით არჩეულ, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს) საუბნო კომისიაში მიღებული ანაზღაურების გამო, სახელმწიფო დაფინანსება არ შეუწყდებათ.
როგორც “კვირას“ ცესკოს პრესსამსახურიდან აცნობეს, კონკრეტულად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეყვანილ პირებს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად დასაქმდებიან, საარჩევნო კომისიაში მიღებული ხელფასი ოჯახის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაეთვლებათ. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსება არ შეუწყდებათ. გარდა ამისა, არ შეუწყდებათ სოციალური პაკეტი პირებს, რომლებიც ამ პაკეტს საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. ანალოგიური წესი ვრცელდება საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებსა და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნულ წარმომადგენლებზე. ზემოაღნიშნული რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.