ქუთაისის მერობის კანდიდატი: ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქუთაისი ძლიერი საქართველოსთვის

ქუთაისის მერობის კანდიდატი: ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქუთაისი ძლიერი საქართველოსთვის
„ ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქუთაისი ძლიერი საქართველოსთვის“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქუთაისი გახდეს მიმზიდველი ქალაქი ტურისტებისა და ინვესტორებისთვის.

„ ჩვენი მიზანია, შევქმნათ კონკურენტუნარიანი ევროპული ტიპის ქალაქი, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ქუთაისელებისთვის, ასევე, ინვესტორიებისა და ტურისტებისათვის. თვითმმართველობა – ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან. ამიტომ ჩვენ, ხალხთან ერთად, უნდა შევძლოთ ჩვენი ქალაქის სწორი განვითარება . ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქუთაისი ძლიერი საქართველოსთვის“-, განაცხადა ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები