გიორგი კვირიკაშვილი: იმერეთის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა

“იმერეთის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა”, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა კანდიდატების წარდგენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ იმერეთში ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები ამომრჩევლის სრულ მხარდაჭერას მოიპოვებენ.
”ეს ადამიანები არიან ”ქართული ოცნების” კანდიდატები, რომლებსაც კარგად იცნობენ რაიონებში, თითოეული მათგანი შერჩეულია კვალიფიციურობის და პროფესიონალიზმის ნიშნით. ეს ის ხალხია, რომლებიც მაქსიმუმს გააკეთებენ ხალხისთვის, ”ქართული ოცნება” მათ სრულ მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებს, გამარჯვებას მოიპოვებს და თავს არ დაზოგავს იმერეთისთვის და საქართველოსთვის. იმერეთის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა”, – განაცხადა გიორგი კვრიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები