კახა კალაძე: ”ქართული ოცნება” არის გუნდი, რომელიც ქმნის საქართველოს რეალობას, პერსპექტიულს და პროგრესულს

„ ძლიერი თვითმმართველობა ძლიერი საქართველოა. ჩვენი ქვეყნის ძლიერება დამოკიდებულია ეკონომიკურ წინსვლაზე“, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენი ოცნებაა, ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ისეთი საქართველო, რომელიც საუკეთესო ქვეყანა იქნება მთელ მსოფლიოში, მშვიდი და უზრუნველყოფილი. დღეს ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით და ვიმყოფებით აქ – საქართველოს მეორე დედაქალაქში, ისტორიულ ქუთაისში. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, უძველესი დროიდან მოგვყვება დამოუკიდებლობის, აღმშენებლობის და მომავლისკენ სწრაფვის ჟინი, არასდროს დაგვიხევია უკან შინაური თუ გარეული მტრის წინააღმდეგ და არასდროს შევუშინებივართ პრობლემებს. ასე იყო ადრეც, ასეა ახლაც და ასე იქნება მომავალშიც. დღეს, თანამედროვე საქართველოში თვითმმართველობის სწორად ორგანიზება და განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძლიერი თვითმმართველობა ძლიერი საქართველოა. ჩვენი ქვეყნის ძლიერება დამოკიდებულია ეკონომიკურ წინსვლაზე, ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე, დემოკრატიულ განვითარებაზე, ძლიერ თვითმმართველობაზე და მთლიანობაში, შემდგარი, თვითკმარი საზოგადოების მოტივაციაზე, ააშენოს ქვეყანა და იყოს პროგრესის შემადგენელი ნაწილი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” არის გუნდი, რომელიც ქმნის საქართველოს რეალობას, პერსპექტიულს და პროგრესულს.
„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება საქართველოსი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები