ჟურნალ „საარქივო მოამბის“ წარდგენა გაიმართება

4 სექტემბერს, 17:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ჟურნალ „საარქივო მოამბის“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოცემა, რომელიც ხელოვნების სასახლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მომზადდა, იმ დიდი ხელოვანებისა თუ საზოგადო მოღვაწეების სისხლის სამართლის საქმეებს აერთიანებს, რომლებიც წითელი ტერორისა და დიდი რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ და რომელთა საქმეებიც შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაცული.
„საარქივო მოამბე“ პირველი ჟურნალია, სადაც მკითხველი გაშიშვლებულ და უტყუარ ინფორმაციას მიიღებს პეტრე ოცხელის, ევგენი მიქელაძის, მემედ აბაშიძის, ხათუნა ჭიჭინაძის, აპოლონ ბალანჩივაძისა და სხვა დიდ ხელოვანთა იმ მძიმე ხვედრზე, რომელიც საბჭოთა წყობილების ძალადობრივი დამყარების შედეგად 1921-22, 1924, 1927-28, 1937-38 წლებში ტალღებად გავრცელებულმა რეპრესიებმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები