ნობელის პრემიის ლაურეატი ბელორუსი მწერალი საქართველოში ჩამოვა

ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსევიჩი თბილისში, 11 სექტემბერს, ორი დღით ჩამოვა. ამ ინფორმაციას 1 tv.ge ავრცელებს.
ნობელის ლაურეატი ბელორუსი მწერალი საქართველოში ორი ქართული გამომცემლობის მოწვევით ჩამოდის და ქართველ მკითხველს რუსთაველის თეატრის სცენაზე შეხვდება.

მწერალი საკუთარი შემოქმედების მოყვარულებს წიგნებზე ავტოგრაფებსაც დაურიგებს. ნობელის მფლობელ მწერალს ერთ – ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემია ლიტერატურის დარგში 2015 წელს გადაეცა.

მის წიგნებში გაკრიტიკებულია საბჭოთა და მოგვიანებით ბელორუსიის პოლიტიკური რეჟიმები. სვეტლანა ალექსევიჩი მწერალი, ისტორიკოსი და ჟურნალისტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები