ირაკლი კობახიძე: ფასდაუდებელია ყველა ადამიანის ჩართულობა სტიქიის ლიკვიდაციაში

“ფასდაუდებელია ყველა ადამიანის ჩართულობა სტიქიის ლიკვიდაციაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
ამასთანავე, ირაკლი კობახიძემ ყველას მადლობა გადაუხადა, მათ შორის მაშველებს და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის, მეგობარ ქვეყნებს დახმარებისთვის, ხოლო დეპუტატებს – ერთსულოვნებისთვის.
„ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას მაშველებს. მადლობას გადავუხდი ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის ჩართული ხანძრის ლიკვიდაციაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სამხედრო ძალების წარმომადგენლებს, გუშინ ჩაერთვნენ შესაბამის ოპერაციებში და ძალიან სწრაფად მოხერხდა გორის მუნიციპალიტეტში ხანძრის ლიკვიდაცია.
მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც გვეხმარებიან, პირველ რიგში, ტექნიკით. ფასდაუდებელია მათი დახმარება. აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და ბელორუსიამ გაგვიწიეს ნამდვილად ფასდაუდებელი დახმარება.
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს, ვინც აქ არის წარმოდგენილი. პრაქტიკულად ყველა დეპუტატი, რომელიც იყო საქართველოში, ესწრება დღევანდელ სხდომას და ნამდვილად მისასალმებელია ის ერთსულოვნება, რომელიც დაფიქსირდა. მადლობას ვუხდი როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე, საპარლამენტო უმცირესობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები