საქართველოს პარლამენტმა მთავრობას სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების ნებართვა მისცა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ბორჯომის ხეობაში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების ნებართვა მისცა.

პარლამენტის ინფორმაციით, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შესაბამისი უფლების მიცემის მიზნით, პარლამენტის წევრები დღეს რიგგარეშე სხდომის ფორმატში შეიკრიბნენ. საკითხი სხდომას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ წარუდგინა.

მთავრობისთვის ნებართვის მიცემას დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი ერთადერთი საკითხი იყო, რომელიც ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის შედეგად გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფებისა და ტექნიკის გამოყენებას ეხება.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გუშინ მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები