პრემიერი: როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ტყეს

როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ტყეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა, აღნიშნული მიზნით სპეციალური ფონდიც შეიქმნას.
„ჩვენმა მეგობრებმა გაგვიწიეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ბელარუსი, თქვენ ხედავთ მათ წარმომადგენლებს, როგორც ცოცხალ ძალას, ასევე ტექნიკას, ასევე უნდა ვთქვა, რომ ყოველ წუთს მოდის შემოთავაზება დახმარებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ სტიქიას აუცილებლად დავამარცხებთ ერთობლივად.
შტაბი 24 საათის განმავლობაში აგრძელებს მუშაობას, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ცეცხლი ბოლომდე ჩავაქროთ და სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება, შტაბი განუწყვეტლივ გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ ერთობლივი ძალებით დავამარცხებთ ამ სტიქიას და მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს ჩვენი უნიკალური ტყე-პარკი აღვადგინოთ, მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრათ, რომ, რა თქმა უნდა, დანაკარგი მძიმეა, მაგრამ გული არ გაიტეხოთ, როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ტყეს, შესაძლოა, შევქმნათ სპეციალური ფონდი, სადაც ჩვენი მოსახლეობის, ასევე ჩვენი მეგობრების მონაწილეობით ბევრი ადამიანი იქნება ჩართული და ჩვენ ისე გავალამაზებთ ბუნებას, როგორიც ამ ხანძრამდე იყო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები