“ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გავრცელების არეალი შემცირებულია”

“ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გავრცელების არეალი შემცირებულია, თუმცა რჩება ერთი კერა წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე, ამ წუთებში მთელი ავიაცია მობილიზებულია ამ კერაზე”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
“ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს ჯარისკაცებმა, შემდეგ მეხანძრე – მაშველების დახმარებით საბოლოოდ ჩააქრეს ხანძარიც. ცეცხლის გავრცელების არეალი შემცირებულია ბორჯომში, თუმცა რჩება რამდენიმე კერა, წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე გავრცელებული ცეცხლი. ამ წუთას მთელი ავიაციის მობილიზება ამ კერაზე ხდება. მოგვიწევს ინტენსიური სამუშაოები, რათა ეს კერა დავძლიოთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები