საქართველოს დახმარების მზადყოფნას ისრაელიც გამოთქვამს

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს მთავრობის დახმარების მზადყოფნას ისრაელიც გამოთქვამს.
ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, შესაბამისი მზადყოფნა ისრაელის ელჩმა საგანგებო შტაბის წარმომადგენლებთან საუბრისას უკვე გამოხატა.
ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ისრაელის ელჩი შაბთაი ცური საქართველოში შექმნილი საგანგებო შტაბის წარმომადგენლებს ესაუბრა და საჭიროების შემთხვევაში, ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მზადყოფნა გამოხატა.
ისრაელი, როგორც მეგობრული სახელმწიფო, ვერ იქნება გულგრილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი და მზადაა, შეძლებისდაგვარად, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს სტიქიასთან ბრძოლის ამ რთულ მომენტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა მადლიერება მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკმარისად არის ტექნიკა და ხანძარს უმკლავდებიან.
ისრაელის საელჩო, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საგანგებო შტაბი მზად არიან, კოორდინირებულად იმოქმედონ და, საჭიროების შემთხვევაში, დასახონ სამოქმედო გეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები