ზურაბ ალავიძე: ხანძრის გავრცელების საშიშროება გაცილებით ნაკლებია, თუმცა მაინც ბევრი კერაა დარჩენილი

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება, ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“სამაშველო სამუშაოებში დილიდან ჩართულია 5 ვერტმფრენი, 1 სამაშველო თვითმფრინავი, ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი მეზობლების კვალიფიციური დამხმარე ძალა, ცხადია, ჩვენ – ყველა სტრუქტურას თავისი დავალება აქვს და ვმუშაობთ კოორდინირებულად. ჯერჯერობით სიტუაციას ვაკონტროლებთ, ხანძრის გავრცელების საშიშროება გაცილებით ნაკლებია, თუმცა  მაინც ბევრი კერაა დარჩენილი. ორი დღის გამოცდილებით პრობლემური პერიოდი გვექნება შუადღეს, ქარი იცის ამ პერიოდში, მაგრამ მზად და მობილიზებულები ვართ ამ გართულებისთვის“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებთან დილით მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები