“ბორჯომის ხეობაში ჯერჯერობით შეიარაღებული ძალების გამოყენების საჭიროება არ დგას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება”

„გამოიცა განკარგულება შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით, თუმცა ამ ეტაპზე შეიარაღებული ძალები გამოყენებულია მხოლოდ ატენის ხეობაში”, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელიც ბორჯომის ხეობაში იმყოფება.
მისი განცხადებით, პრეზიდენტი სრულად იყო პროცესებში ჩართული. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, ბორჯომის ხეობაში შეიარაღებული ძალების გამოყენების საჭიროება არ დგას.
“პრეზიდენტი სრულად იყო ჩართული პროცესებში, ის საგანგებო შტაბის მეშვეობით დეტალურად იღებდა არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.
ბორჯომის ხეობაში ჯერჯერობით  შეიარაღებული ძალების გამოყენების საჭიროება არ დგას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები