ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინფორმაციით, ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია. უწყების ინფორმაციით, დაიწვა 2 ჰექტარი ფართობის ტერიტორია.

ატენის ხეობაში ხანძრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 188-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ატენის ხეობაში, ზემო ბოშურის მიმდებარედ ტყეს ხანძარი სამშაბათს, დაახლოებით 17 საათზე გაუჩნდა.

 ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან ერთი კილომეტრით იყო დაშორებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები