“შევიკრიბებით და დამატებით უზრუნველვყოფთ იმას, რომ მთავრობას ჯარის გამოყვანის ნებართვა ჰქონდეს”

ეს საგანგებო მდგომარეობა არ არის. რისკების გამორიცხვისა და დაზღვევის მიზნით, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია შედგა. პრეზიდენტი შესაბამის აქტს გამოსცემს. შევიკრიბებით და დამატებით უზრუნველვყოფთ იმას, რომ მთავრობას ჯარის გამოყვანის ნებართვა ჰქონდეს, რათა ყოველგვარი რისკები დავაზღვიოთ და გამოვრიცხოთ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განცხადა.
მდინარაძე სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თვლის, რომ ყველანაირი რისკი გამორცხული უნდა იყოს. „ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რისკები გამოირიცხოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები