არჩილ თალაკვაძე: ატენის ხეობაში სახანძრო ოპერაციაში საჯარისო დანაყოფები ჩაერთვებიან

საჯარისო დანაყოფების ჩართვის შესახებ შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. ეს ეხება არა ბორჯომში არსებულ ვითარებას, არამედ ატენში არსებულ ხანძრის კერას, რომელიც დამოუკიდებელი საკითხია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის განმარტებით, კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებას” და საჯარისო დანაყოფები ჩაერთვებიან ატენის ხეობაში სახანძრო ოპერაციაში.
”ხვალ შეიკრიბება საგანგებო სხდომა. ამ გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად დავამტკიცებთ და საჯარისო დანაყოფები ჩაერთვებიან ატენის ხეობაში სახანძრო ოპერაციაში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები