გლდანის ხევთან ხანძარი ლოკალიზებულია

გლდანის ციხეებთან, ხევში ხანძარი ლოკალიზებულია, როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლის ლოკალიზება დახლოებით ნახევარ საათში მოხერხდა. ხანძარი ხევში ბალახს 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაუჩნდა. მეხანძრე მაშველებმა ხანძრის სრული ლოკალიზება შეძლეს. ადგილზე ორი სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები