გლდანის ციხეებთან, ხევში ხანძარია

5 000 კვ მეტრ ფართობზე, გლდანის ციხეებთან, ხევში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბალახს უკიდია. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ წუთებში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „ცეცხლი ბალახს გაუჩნდა, მიმდინარეობს უკვე სალიკვიდაციო სამუშაოები, ადგილზე ორი ბრიგადა მუშაობს“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები