სოფელ ბოშურის მიმართულებით სახანძრო ბრიგადების მობილიზება ხდება

ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურის მიმართულებით სახანძრო ბრიგადების მობილიზება ხდება. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბოშურიდან ცუდი კომუნიკაციის გამო, ახალი ინფორმაციის მიღება ძნელად ხერხდება. მდგომარეობას ართულებს ბოშურის მთიანი რელიეფიც, რის გამოც ტექნიკის შეყვანა ხანძრის ადგილას რთულდება.
„ბოშურშთან, ტელეფონით დაკავშირება ვერ ხერხდება, ამიტომ ინფორმაციის მიღება საკმაოდ ჭირს, ადგილი არის მთიანი და ტექნიკისთვის მიუვალი, ამ წუთებში მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება ხანძრის კერის მიმართულებით. ცეცხლი უკიდია წიწვოვან ნარგავებს. მდგომარეობას ართულებს ძლიერი ქარიც“, – განუცხადეს „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.“
ცეცხლი დაახლოებით ერთი სათის წინ 2 ჰექტარ ფართობზე გაჩნდა. ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან ერთი კილომეტრით არის მოშორებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები