18 ივლისს სემეკი ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს

17 ივლისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს.
მიმდინარე წლის 18 ივლისს, კომისია განიხილავს შპს “ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს “სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს “საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებს.
კომისიის მიერ ტარიფებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საჯარო სხდომებზე, რომლებზეც დასწრება  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები